მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთში. რეგიონში დღეს პრემიერი იმყოფებოდა. მამუკა ბახტაძემ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა, თელავის ახლად აშენებული რაგბის სტადიონი დაათვალიერა და რეაბილიტირებულ მე-9 საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა. მანამდე კი მთავრობის მეთაური დედაქალის მერთან ერთად ლილოში ახალი საწარმოს მშენებლობის პროცესს გაეცნო.