ახალი პროექტები

21:14, 24.11.2018

მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები კახეთში. რეგიონში დღეს პრემიერი იმყოფებოდა. მამუკა ბახტაძემ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა, თელავის ახლად აშენებული რაგბის სტადიონი  დაათვალიერა და რეაბილიტირებულ მე-9 საჯარო სკოლაშიც იმყოფებოდა. მანამდე კი მთავრობის მეთაური დედაქალის მერთან ერთად ლილოში ახალი საწარმოს მშენებლობის პროცესს გაეცნო.

მსგავსი