„პატრიოტთა ალიანსის“ და „მემარცხენე ალიანსის“ ლიდერებმა ეროვნულ-პატრიოტული ფრონტი ჩამოაყალიბეს. პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აღნიშნული პოლიტიკური ცენტრის შექმნის საჭიროება საქართველოში პოლიტიკურ პროცესებიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის განმარტებით, საქართველოში არსებული პარტიები პოლიტიკური პროცესების განადგურებას ანხორციელებენ და სწორედ აღნიშნული ცენტრი დაუბრუნებს პოლიტიკურ პროცესებს სიჯანსაღეს. ეროვნულ-პატრიოტული ფრონტის ჩამოყალიბების ცერემონიის დასრულების შემდეგ ორმოცამდე ორგანიზაციამ ხელი მოაწერა დეკლარაციას.