ახალი პლატფორმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციამ„ „ფემინა“ ფემინისტური ონლაინ გამოცემა „ფემინა+“ შექმნა.

გამოცემაში მოყვანილი მულტიმედიური შინაარსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმ პრობლემების და აქტუალური საკითხების შესახებ, რასაც ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. ესენია უფლებები და თავისუფლებები, დისკრიმინაცია, ქალთა მიმართ ძალადობა, მისი სხვადასხვა ფორმა, გენდერული სტერეოტიპები და სხვა. ახალ პლატფორმაზე საკუთარი ნამუშევრების განთავსებას, ამ საკითხების კვლევით დაინტერესებული მოქალაქეები შეძლებენ.