ახალი პენიტენციური დაწესებულება

დაბა ლაითურში 700 მსჯავრდებულზე გათვლილი ახალი პენიტენციური დაწესებულება გაიხსნა.
გახსნის ცერემონიას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.