„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი აცხადებს, რომ სამი პარტია ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე თანხმდება, რაც არ არის პარტიების გაერთიანება. მისივე თქმით, ევროპული კურსის მომხრე პარტიებისთვის მათი კარი ღიაა და ვაშაძე იმედოვნებს, რომ გაერთიანებას სხვა პოლიტიკური აქტორებიც შეუერთდებიან.