ქართული კინო-მემკვიდრეობა ახალ პლატფორმაზე.
ეროვნული კინოცენტრი საგანმანათლებლო პროექტზე მუშაობს. მეოცე საუკუნის კინო-ისტორიის გასაცნობად ონლაინ-პლატფორმა შეიქმნა, სადაც დაინტერესებული პირები საქართველოს გარდა დეკადებად დაყოფილ კიდევ სამი ქვეყნის კინემატოგრაფიას გაეცნობიან.