საქართველოს მუნიციპალიტეტებს ახალი ნაგავმზიდი მანქანები ურიგდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საქართველოში რეგიონებისთვის გადასაცემი 48 ერთეული სპეცტექნიკა უკვე ჩამოიყვანა. მათ შორის არის 82, 16 და 10 კუბური მეტრის მოცულობის „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები. ტენდერის ღირებულება 33 მილიონ ლარს შეადგენს. სპეცტექნიკა მოიცავს რთული რელიეფისთვის განკუთვნილ მაღალი გამავლობის მქონე სატვირთოებსაც, რომლებიც მაღალმთიან რეგიონებში ნაწილდება. ახალი ნაგავმზიდების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება.