თვითმმართველობის ინდექსი

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2019 წლის შეფასების შედეგები წარადგინეს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრმა.

ორგანიზაციებმა ანგარიშვალდებულების კუთხით, მაღალი რეიტინგის მქონე მუნიციპალიტეტებიც გამოავლინეს. 2019 წელს, საუკეთესო შედეგის მქონედ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი დასახელდა. 100%-იან შეფასებიდან მას 61%-იანი შედეგი აქვს. ბათუმთან ერთად, ასევე დაჯილდოვდნენ რუსთავის მუნიციპალიტეტი 57%-იანი მაჩვენებლით, ლაგოდეხის 56%-იანი მაჩვენებლით, ზუგდიდის 55%-ით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 52 %-იანი მაჩვენებლით.

რაც შეეხება რეიტინგის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე მუნიციპალიტეტებს, მათ შორის არიან ახალქალაქის 6%-ით, ნინოწმინდის 7%-ით, ასპინძის 7%-ით, ადიგენის 8%-ით და 9%-ით სამტრედიის მუნიციპალიტეტები.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი 2019 წელსაც დაბალია და 28%-ს შეადგენს, მერიების საშუალო შედეგი 25%-ია, ხოლო საკრებულოების – 31%.