23-დან 26 აგვისტოს ჩათვლით ანაკლია ახალ მუსიკალურ ფესტივალს -„ანაკლია ექოვეივს“ უმასპინძლებს.
ოთხდღიან ღონისძიებებზე 150-ზე მეტი არტისტი დაუკრავს. დაგეგმილია გასართობი აქტივობებიც.
უკვე დადასტურებული ვარსკვლავების გარდა, სამშაბათს ფესტივალის ორგანიზატორები პროგრამის მეორე ნაწილსაც წარმოადგენენ.
„ანაკლია ექოვეივსის“ მიზანი, რეგიონის კულტურული განვითარება და ტურისტებისთვის მიმზიდველი პროექტის შექმნაა.