„კოვიდ 19“-ის ეპიდემიის გამო დაწესებული მკაცრი შემზღუდველი ზომები მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას ამწვავებს.
კორონავირუსის ეპიდემიამ წლის პირველ კვარტალში ევროზონის ეკონომიკა რეკორდულად შეამცირა – საფინანსო-ეკონომიკური მაჩვენებლები უფრო დაბალია, ვიდრე ეს ფინანსური კრიზისის დროს იყო. აშშ-დან კორონავირუსის გავრცელებაზე ბრალდებები ისევ ჩინეთის მიმართულებით ისმის. სახელწიფო მდივანი ჩინეთს მოუწოდებს, უხანის ლაბორატორიაზე საერთაშორისო დაშვების ნებართვა გასცეს. პარალელურად დამაიმედებელი განცხადებები კეთდება ოქსფორდის უნივერსიტეტში. კორონავირუსის ვაქცინაზე მიმდინარე ცდების პირველი შედეგი შესაძლოა ივნისის შუა რიცხვებში გახდეს ცნობილი.