აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 22 ათასს გადააჭარბა. ქვეყანას 274 გარდაცვლილი ჰყავს. ვირუსისგან დღემდე 13 000-ზე მეტი პაციენტი განიკურნა.
209 ათასს აღწევს ინფიცირებულთა რიცხვი თურქეთში. სადაც ბოლო 24 საათში 1041 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან 187 ათასზე მეტი ადამიანი უკვე განიკურნა, 5282 კი გარდაიცვალა.
30 ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა ოდენობამ სომხეთში. სულ გარდაცვლილია 535 პაციენტი. გამოჯანმრთელება შეძლო 18 ათასამდე ადამიანმა.
რაც შეეხება რუსეთს, ინფიცირებულთა რიცხვი 700 ათასს აღემატება. გარდაცვლილია 11 ათასამდე ადამიანი.