ახალი კორონავირუსი – ვითარება რეგიონში

აზერბაიჯანში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა 22 ათასს გადააჭარბა. ქვეყანას 274 გარდაცვლილი ჰყავს. ვირუსისგან დღემდე 13 000-ზე მეტი პაციენტი განიკურნა.

209 ათასს აღწევს ინფიცირებულთა რიცხვი თურქეთში. სადაც ბოლო 24 საათში 1041 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსისგან 187 ათასზე მეტი ადამიანი  უკვე განიკურნა,  5282  კი  გარდაიცვალა.

30 ათასს გადააჭარბა ინფიცირებულთა ოდენობამ სომხეთში. სულ გარდაცვლილია 535 პაციენტი.  გამოჯანმრთელება შეძლო  18 ათასამდე ადამიანმა.

რაც შეეხება რუსეთს, ინფიცირებულთა რიცხვი 700 ათასს აღემატება. გარდაცვლილია 11 ათასამდე ადამიანი.