ახალი კორონავირუსი - გავრცელების მაჩვენებელი 

დღის განმავლობაში ამ წუთამდე კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. 188 ინფიცირებული, 39 გამოჯანმრთელებული, ორი გარდაცვლილი – ასეთია ბოლო მონაცემი.კოვიდ 19“-ის გადადების ახალი ფაქტები დაფიქსირდა სამედიცინო პერსონალს შორის. თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ორი სანიტარი, სავარაუდოდ, პაციენტისგან დაინფიცირდნენ. კარანტინშია ქუთაისის სასწრაფო დახმარების ერთი ბრიგადაც, რადგან ბრიგადის ერთ-ერთი ექიმის დედის ტესტის პასუხი დადებითია.

სპეციალური ზომების მიღება გახდა საჭირო საჩხერის კლინიკაშიც. ერთ-ერთი ინფექციონისტის ინფიცირების გამო, საავადმყოფოს 30 თანამშრომელი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. საგანგებო რეჟიმში მუშაობს ეროვნული ბანკიც – „კოვიდ 19“ ბანკის 16 თანამშრომელს აღმოაჩნდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით, მძიმეა ათამდე პაციენტის მდგომარეობა. უახლოეს დღეებში მოსალოდნელია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკის ზრდაც.