არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე კონსტიტუციის ახალი რედაქცია შედის ძალაში.
ხანგრძლივი განხილვების და უთანხმოების შემდეგ პარლამენტის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი 11 თავისა და 78 მუხლისგან შედგება და სხვა საკითხებთან ერთად პრეზიდენტის უფლებამოსილებასაც ახლებურად განსაზღვრავს. ახალი უზენაესი კანონის მიხედვით, ქვეყანა მთლიანად საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეთაური ნეიტრალური არბიტრის და სახელისუფლებო შტოებს შორის დამბალანსებლის ფუნქციას იძენს. ახალი რედაქცია საარჩევნო და სტრუქტურულ ცვლილებებსაც მოიცავს და მკვეთრად ზრდის პარლამენტის როლს.
ეკა კოპალიანი გვეტყვის, რა იცვლება ქვეყანაში ორშაბათიდან.