იუსტიციის მინისტრს არ დაუმალავს, რომ სადავო საკითხი არ ეხება სასამართლო რეფორმას, რომელმაც პარლამენტში კონფიგურაცია შეცვალა.
საპარლამენტო უმცირესობა დაიშალა. უმრავლესობიდან რამდენიმე დეპუტატის გასვლამ პარტიას უმცირესობის სტატუსი დააკარგინა.
აღარ არსებობს ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატებიც“, რომლის რამდენიმე წევრი დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს საპარლამენტო საქმიანობას, რამდენიმე კი უმრავლესობაში დარჩა.
გადაჯგუფების პროცესმა ცვლილებები გამოიწვია კომიტეტებშიც. თითქმის სამი თვის შემდეგ იურიდიულ კომიტეტს ამჯერად დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით უბრუნდება ეკა ბესელია, რომელიც პარალელურად საკუთარი ახალი ფრაქციის შესაქმნელად კონსულტაციებს განაგრძობს.