ახალი კინოთეატრი ბათუმში

ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონის საპარკინგე სივრცეში Drive in კინოთეატრი დამონტაჟდა. 55 კვ.მ. ფართობის ეკრანი და რადიოსიხშირის გავრცელების ფართო არეალი, 300 მეტრის რადიუსში ფილმის ყურების შესაძლებლობას იძლევა.

კინოპარკი ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრისა და აჭარის პროექტების მართვის საერთო პროექტს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობა უეფა-ს სტანდარტების დაცვის მიხედვით მიმდინარეობდა. სტადიონმა უეფა-ს 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩების მასპინძლობის უფლებაც მოიპოვა, რომელიც 2023 წელს გაიმართება.