ახალი საავტომობილო ხიდი საქართველოსა და სომხეთის საზღვარზე.
გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ერთობლივი პროექტის მნიშვნელობას და სამომავლოდ უფრო აქტიურ თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. ღარიბაშვილის თქმით, ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშენებული თანამედროვე სტანდარტებისა და პარამეტრების, 160 მეტრის სიგრძის ოთხზოლიანი ხიდი რეგიონში უნიკალური პროექტია.