ტურიზმის სფერო მალე ახალი საკანონმდებლო რეგულირების ქვეშ მოექცევა.
90-იან წლებში მიღებული კანონი ძირეულად იცვლება. ტურიზმის სფეროში მომუშავე კომპანიების და სუბიექტების მიმართ ახალი ვალდებულებები და რეგულაციები ამოქმედდება. მათ შორისაა გიდების სერთიფიცირება, ტურისტული კომპანიების რეგისტრაციის ვალდებულება და მომხმარებლების უფლებების უკეთ დასაცავად ცალკეული იურიდიული პროცედურების გავლა. ცვლილებების მიზანი ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაა.