2022 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის მაჩვენებელს 20 %-ით გადააჭარბა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თბილისში, ახალი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნაზე განაცხადა.
ობიექტი თბილისის ცენტრში გაიხსნა. ინვესტიციამ 3,5 მილიონი დოლარი შეადგინა. სასტუმროში 40-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. სასტუმროს გახსნის ღონისძიებას ტურისტული კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.