უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ აშშ-ში შიდა პოლიტიკური დაპირისპირება გაამძაფრა.
დონალდ ტრამპი კმაყოფილია, მოქმედი პრეზიდენტი კი მოსამართლის ვერდიქტს საშიშ პრეცედენტად მიიჩნევს. საქმე ეხება ამერიკის უმაღლესი სასამართლო ინსტანციის დადგენილებას, რომლის მიხედვით ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ტრამპი პრეზიდენტობის დროს ჩადენილი ქმედებებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ არ უნდა იყოს. ეს გადაწყვეტილება არ ვრცელდება კერძო ქმედებებზე, რომელთა წინააღმდეგ, ამავე გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შესაძლებელია.
როგორ აისახება ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება იმ ოთხ საქმეზე, რომლებიც ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ არის აღძრული და დაიცავს თუ არა ტრამპს იმუნიტეტი – ამ კითხვების გააქტიურებასთან ერთად საკმაოდ გახშირდა კანდიდატურის მოხსნის მოწოდებები ბაიდენის მისამართით.