ახალი ეტაპი ქართულ ფეხბურთში

საქართველო-პორტუგალია 2:0 –  ახალი ეტაპი ქართულ ფეხბურთში და გაოცებული მსოფლიო საფეხბურთო სამყარო.

მნიშვნელოვანი გამარჯვება თამაშის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიას გოლით დაიწყო, შემდეგ კი მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი გიორგი მიქაუტაძემ ზუსტად შეასრულა და საქართველოს ნაკრები პორტუგალიასთან ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდა. უეფა-მ საქართველოსა და პორტუგალიის მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ევრო 2024-ზე ისტორიული გამარჯვებით საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა და 30 ივნისს ესპანეთს დაუპირისპირდება.