ახალი დღე - 29 აპრილი, 2020
  • მსოფლიო მასშტაბით ცნობილი მსახიობის დაბადებიდან 125 წელი გავიდა. აკაკი ხორავა – შექსპიროლოგების მიერ აღიარებული ოტელო და კინოში შექმნილი ცნობილი როლები ავტორი: ანი ჯობავა
  • „ახლა ჩვენ ყველა ედვარდ ჰოპერის ნახატები ვართ“ – სწორედ ამ სათაურით  რამდენიმე კვირის წინ გარდიანმა სტატია გამოაქვეყნა. სტატია სოციალური ქსელის მომხმარებლების ასოციაციებს ეხმიანებოდა, რომელთა მიხედვით მსოფლიო მასშტაბის კარანტინი და თვითიზოლაციის პირობები, მე-20 საუკუნის ცნობილი მხატვრის ნახატებთან იყო შედარებული. დღეს, კულტინფოში, სწორედ ედვარდ ჰოპერის შესახებ მოგიყვებით,   ხელოვანის, რომელმაც მე-20 საუკუნის საზოგადოების მარტოსული რეალობა საკულტო ნახატებად აქცია ავტორი: ნინო იმერლიშვილი
  • ომარ ჩიტაია – ადამიანი, რომელმაც აკაკი წერეთლის ბავშვობის სახე შექმნა. უხუცესი ჟურნალისტი, უნიკალური ბანი და სიცოცხლის ბოლომდე პატარა აკაკი.
    ომარ ჩიტაია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
    ავტორი: ანი ჯობავა
  • გაბრიელ გარსიამარკესის ნაწარმოები, რომელშიც უცნაურად უყვართ და უცნაურად კვდებიან – პანდემია, კარანტინი და სიყვარული ჟამიანობის დროს
    ავტორი: გიორგი კეკელიძე
  • მხატვარ უტა ბექაიას თვითიზოლაცია – როგორ შეცვალა პანდემიამ მხატვრის გეგმები. წიგნები, მუსიკა, მედიტაცია, პოდკასტი – რის ნახვას და წაკითხვას გვირჩევს მხატვარი – ლიკას „ამბები“ #ახალდღეში
    სტუმარი: უტა ბექაია – მხატვარი
    ავტორი: ლიკა ევგენიძე
  • მნიშვნელოვანი ამბები გლობალური პანდემიის გარშემო – რუბრიკაში #მეცნიერება
    ავტორი: ნინო იმნაიშვილი
  • ჯაზის ოქროს ხანა და ბიგ-ბენდების ერა. ჯაზის საერთაშორისო დღე
    ავტორი: ლადო ტატიშვილი

ახალი დღე