ახალი დღე – 29 აპრილი, 2020
- მსოფლიო მასშტაბით ცნობილი მსახიობის დაბადებიდან 125 წელი გავიდა. აკაკი ხორავა – შექსპიროლოგების მიერ აღიარებული ოტელო და კინოში შექმნილი ცნობილი როლები ავტორი: ანი ჯობავა
- „ახლა ჩვენ ყველა ედვარდ ჰოპერის ნახატები ვართ“ – სწორედ ამ სათაურით რამდენიმე კვირის წინ გარდიანმა სტატია გამოაქვეყნა. სტატია სოციალური ქსელის მომხმარებლების ასოციაციებს ეხმიანებოდა, რომელთა მიხედვით მსოფლიო მასშტაბის კარანტინი და თვითიზოლაციის პირობები, მე-20 საუკუნის ცნობილი მხატვრის ნახატებთან იყო შედარებული. დღეს, კულტინფოში, სწორედ ედვარდ ჰოპერის შესახებ მოგიყვებით, ხელოვანის, რომელმაც მე-20 საუკუნის საზოგადოების მარტოსული რეალობა საკულტო ნახატებად აქცია ავტორი: ნინო იმერლიშვილი
- ომარ ჩიტაია – ადამიანი, რომელმაც აკაკი წერეთლის ბავშვობის სახე შექმნა. უხუცესი ჟურნალისტი, უნიკალური ბანი და სიცოცხლის ბოლომდე პატარა აკაკი.
ომარ ჩიტაია 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
ავტორი: ანი ჯობავა - გაბრიელ გარსიამარკესის ნაწარმოები, რომელშიც უცნაურად უყვართ და უცნაურად კვდებიან – პანდემია, კარანტინი და სიყვარული ჟამიანობის დროს
ავტორი: გიორგი კეკელიძე - მხატვარ უტა ბექაიას თვითიზოლაცია – როგორ შეცვალა პანდემიამ მხატვრის გეგმები. წიგნები, მუსიკა, მედიტაცია, პოდკასტი – რის ნახვას და წაკითხვას გვირჩევს მხატვარი – ლიკას „ამბები“ #ახალდღეში
სტუმარი: უტა ბექაია – მხატვარი
ავტორი: ლიკა ევგენიძე - მნიშვნელოვანი ამბები გლობალური პანდემიის გარშემო – რუბრიკაში #მეცნიერება
ავტორი: ნინო იმნაიშვილი - ჯაზის ოქროს ხანა და ბიგ-ბენდების ერა. ჯაზის საერთაშორისო დღე
ავტორი: ლადო ტატიშვილი