200 მილიონი ლარის ინვესტიცია დაბა სიონში.
სამშენებლო კომპანია „არქი“ „ლე მერიდიენთან“ პარტნიორობით ახალ დასასვენებელ კომპლექსს აშენებს. პროექტის პრეზენტაცია სიონში გაიმართა. პროექტის ავტორების განმარტებით, „ლე მერიდიანისა“ და „არქის“ პარტნიორობით შექმნილი პროექტი სიონს ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გარდაქმნის, რაც დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოიტანს როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ქვეყნისთვის.
კომპლექსის მშენებლობა დაწყებულია და 2026 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.