მხარდაჭერა სოციალურად დაუცველებს

პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქცია გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, დეველოპერულმა კომპანიამ, „არქი“ თბილისის მერიას სოციალურად დაუცველი 500 ოჯახისთვის განკუთვნილი ნობათები გადასცა. პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი „არქის“ დამფუძნებელთან და მერის მოადგილე, ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.

დატოვე კომენტარი