მუნიციპალური განვითარების ფონდმა შამგონაში 75 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღი ააშენა. აღნიშნული თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. განთავსდა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები, სველი წერტილები. ბაღი ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მუნიციპალიტეტში კიდევ ექვსი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.