რუსთავის ახალი ბრენდინგით გაფორმებული 25 ავტობუსი უკვე რუსთავშია და მოსახლეობას ხვალიდან მოემსახურება. პირველივე მარშრუტი შესრულდება ძველი რუსთავიდან, ქიმიკოსთა სპორტული კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიიდან, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიამდე.
რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსები დედაქალაქში ბასლაინის ხაზზე იმოძრავებენ. მგზავრობის საფასურის გადახდა საბარათე სისტემით – რუსთავი ქარდით, საქართველოსა და „თიბისი ბანკის“ ბარათებით იქნება შესაძლებელი. დამტკიცებულია სოციალური პაკეტიც, რომლის მიხედვითაც, სტუდენტებისა და შშმ პირებისთვის შეღავათიანი ტარიფია განსაზღვრული. რუსთავის ახალი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის გრაფიკი დედაქალაქის გაჩერებების ელექტრონულ ტაბლოებზეც იქნება დატანილი.
დამტკიცებულია კიდევ სამი ახალი მარშრუტი: უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე, რომელიც ვაკესაც გაივლის, რკინიგზის სადგურამდე და დიდუბის ავტოსადგურამდე. აღნიშნულ მარშრუტებზე სამოძრაოდ განსაზღვრული ავტობუსები ეტაპობრივად შემოვა ქალაქში.