20 აპრილიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას დაიწყებს Transavia. ავიაკომპანია ამსტერდამი-თბილისი-ამსტერდამის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს კვირაში ორი სიხშირით შეასრულებს. Transavia ნიდერლანდების სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1966 წლიდან ოპერირებს. ავიაკომპანია Air France KLM ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ამ ეტაპზე ფლოტში „ბოინგის“ ტიპის საჰაერო ხომალდები ჰყავს.