საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანია შემოდის.
ბრიტანული დაბალ ბიუჯეტური ავიაკომპანია „იზიჯეტი“ ფრენებს 2025 წლიდან დაიწყებს. „იზიჯეტი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან პირდაპირ ფრენებს კვირაში ორ-ორჯერ შეასრულებს. პირველი ავიარეისი ჟენევიდან თბილისის მიმართულებით 2025 წლის 31 მარტს განხორციელდება. პირველი აპრილიდან კი პირდაპირი ფრენები ლონდონის და მილანის მიმართულებით დაიწყება. „იზიჯეტი“ 29 წლის წინ დაფუძნდა და უკვე 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს. ავიაკომპანიის სათავო ოფისი ლონდონის ლუტონის აეროპორტში მდებარეობს.