ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს საბაჟოს რენტგენოინსპექტირების სისტემების აპარატურა უსასყიდლოდ გადმოსცა. გადაცემის ცერემონია საქართველო-სომხეთის საზღვართან მდებარე საბაჟო გამშვებ პუნქტ „სადახლოზე“ გაიმართა. სტუმრები საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ბარგის სკანირების პროცესსა და საბაჟო პროცედურებს გაეცნენ. პროექტი ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი პარტნიორობის შედეგია. თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საზღვრებზე, ჯამში უკვე 7 რენტგენოინსპექტირების აპარატია დამონტაჟებული.