საქართველო-სომხეთის სტრატეგიული თანამშრომლობა

21:04, 27.01.2024

უმრავლესობა სომხეთის პრემიერის ვიზიტსა და ქვეყნებს შორის გაფორმებულ სტრატეგიული ურთიერთობის დეკლარაციას აფასებს. საქართველოსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის შემდეგ გაკეთდა მნიშვნელოვანი გზავნილები მეზობელი ქვეყნების მომავალ ურთიერთობაზე. გეგმაშია სავაჭრო კავშირების გაძლიერება, რეგიონული პროექტები, საზღვრების დელიმიტაციის ბოლომდე მიყვანა და საბაჟო პროცედურების შესამცირებლად სასაზღვრო პუნქტებზე ერთობლივი კონტროლის სისტემის დანერგვა.

ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელზე, რომელიც საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან ელექტროენერგიის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდებას გულისხმობს.

მსგავსი