ახალგაზრდულმა ორგანიზაცია „რეფორმერმა“ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს დაგეგმილი და განხორციელებული პროექტები გააცნო.
ორგანიზაცია ერთი წლის წინ შეიქმნა და სხვადასხვა სოციალურ პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთი პროექტის გამარჯვებული ახალგაზრდების დაჯილდოება დღეს პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა.