ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი სნოუბორდში

გუდაურში სნოუბორდში ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ტურნირში 18 ქვეყნის, 21 წლამდე 80 სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის სამი ქართველია. ტურნირს სხვადასხვა წლებში ესპანეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ და სხვა წამყვანმა ქვეყნებმა უმასპინძლეს, საქართველოს ისტორიაში კი ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად ტარდება.

დღეს გუდაურში გუნდური შეჯიბრებების დღეა, – კესო ქაფიანიძე აშუქებს მიმდინარე ჩემპიონატს და ის ახლა გუდაურიდან გვიერთდება