რუსთავში, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტით დასრულდა. მანამდე კი ქალაქი მთელი დღის განმავლობაში მასპინძლობდა ახალგაზრდულ ფორუმს. კონცერტის მსვლელობისას, ღონისძიების განსაკუთრებული სტუმრები – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური, ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, რუსთაველი სპორტსმენი ლაშა გურული და მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, გიორგი სარდალაშვილი მიიწვიეს სცენაზე. რუსთაველ ოლიმპიელებს ლაშა გურულს და გიორგი სარდალაშვილს, რუსთავის მერიამ, ფულადი ჯილდო 10 000-10 000 ლარი გადასცა. სიმბოლური საჩუქარი გადასცეს ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურსაც.