ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის ახალგაზრდული ფორუმი: „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ტარდება. ღონისძიებაში ცენტრალური და ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, ახალგაზრდობაზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელეები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ახალგაზრდები მონაწილეობენ.
პანელური დისკუსიების ფორმატში მონაწილეები სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში არსებულ გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს და რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ახალ შესაძლებლობებზე მსჯელობენ. ფორუმის ფარგლებში, 64-ვე საკრებულოს ახალგაზრდები, კენჭს უყრიან რეზოლუციის პროექტს: „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“. ფორუმის დასრულების შემდეგ, რუსთავის ცენტრალურ პარკში კონცერტი გაიმართება.