საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ორგანიზებით, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმის თემა მდგრადი განვითარება და ევროინტეგრაცია იყო, რომლის გარშემოც სტუდენტებმა თავიანთი ხედვები წარმოადგინეს. მიზანს ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა წარმოადგენდა.