„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პენსიონერთა უფლებების დარღვევის პრაქტიკის შეფასებისა და რეაგირებისთვის შესაბამის ორგანოებს მიმართავს. საია-ს წარმომადგენელმა იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პენსიონერებს სხვადასხვა უწყებასთან კომუნიკაციის დროს ექმნება. მათი განმარტებით, პენსიის შეჩერებისა და შეწყვეტის საფუძვლები, ასევე პენსიით უზრუნველყოფილ სესხებზე დადგენილი მაღალი საპროცენტო განაკვეთები არ არის განმარტებული.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და „ლიბერთი ბანკს“ სათანადო და დროული რეაგირებისა და აღნიშნული პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდებს.