ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2023 წელს საქართველოში სასამართლოს უზენაესობის და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის ანგარიში წარადგინა. კვლევის შედეგად, საია-მ რამდენიმე გამოწვევა გამოკვეთა. ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ხელისუფლებას სასამართლოს ყოვლისმომცველი რეფორმებისკენ არსებითი ნაბიჯები არ გადაუდგამს. ასევე მათი განცხადებით, წლის განმავლობაში იზღუდებოდა შეკრებისა და თავისუფლების გამოხატვა. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საქართველოსთვის კვლავ გამოწვევად რჩება ოჯახში ძალადობა, განსაკუთრებით გენდერული ნიშნით ქალთა მიმართ ძალადობა და მკვლელობა. საია-ს შეფასებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი გაუარესდა. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, 2023 წელს შოვსა და გურიაში მომხდარმა სტიქიამ აჩვენა, რომ სახელმწიფო მზად არ არის გაუმკლავდეს ბუნებრივ კატასტროფებს და აირიდოს აღნიშნული საფრთხეები.