საია-მ 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის სამუშაო დოკუმენტის მონიტორინგის თაობაზე, საზოგადოებას კვლევის შედეგები გააცნო. როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, კვლევის შედეგად გამოიკვეთა შრომითი და გარემოსდაცვითი უფლებების მიმართულებები, რომელთან დაკავშირებითაც, სამოქმედო გეგმა შეადგინეს. მათივე თქმით, აღნიშნული თეზისების მოგვარება ევროკავშირის რეკომენდაციებშიც გათვალისწინებულია.