საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში წარმოადგინა. საია-ს განცხადებით, კვლავ გამოწვევად რჩება ე. წ. კლანური მმართველობა, საქმეების განხილვის გაჭიანურება. საია-ს თავმჯდომარის განცხადებით, მკვეთრად გაუარესებულია ინფორმაციის საჯაროობის ნაწილი. მისი თქმით, 2023 წლის განმავლობაში საია-ს რვა წერილზე პასუხი არ მიუღია. ქურდოვანიძის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა სხდომა ამ დრომდე ჩანიშნული არ არის. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონიტორინგის ანგარიში 2023 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე შუალედს მოიცავს.