საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ნონა ქურდოვანიძე უხელმძღვანელებს. საია-ს ახალი თავმჯდომარე უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა წარადგინა. როგორც სიმონიშვილმა განმარტა, მას უფლებამოსილების ორწლიანი ვადა ამოეწურა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ ნონა ქურდოვანიძის დანიშვნის გადაწყვეტილება საია-ს გამგეობამ მიიღო. საია-ს ახალი თავმჯდომარის თქმით, მისი ხელმძღვანელობის პირობებში, ორგანიზაციისთვის ყველა მოწყვლადი ჯგუფის ინტერესები იქნება პრიორიტეტი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე კი, საია-ს გამგეობის წევრად რჩება.