„ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი 2024“

„ახალგაზრდა ელჩების ამბასადორიალი 2024“ – ღონისძიების ფარგლებში გამართულ სამუშაო სესიებზე მონაწილეებმა ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები, საქართველოს როლი საერთაშორისო ურთიერთობებში, სახალხო დიპლომატიისა და მიგრაციის საკითხები განიხილეს.
დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის პროექტის მენეჯერმა მიმართეს.

მინისტრის მოადგილემ ახალგაზრდა ელჩებთან პროგრამის მნიშვნელობასა და ამ პროექტში საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობაზე ისაუბრა. თავის მხრივ, ახალგაზრდა ელჩებმა საკუთარი ინიციატივები და მათ მიერ განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმა წარადგინეს.