ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენცია

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ახალგაზრდა არქეოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. მასში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენცია ოთხ დღეს გაგრძელდება, სადაც არქეოლოგიის მიმართულებით უახლეს აღმოჩენებს და სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ.