ახალციხის თოჯინების თეატრის გახსნა

ახალციხეში განახლებული თოჯინების სახელმწიფო თეატრი რეჟისორ ლექსო ჩემიას სპექტაკლით, „გემრიელად მიირთვით“ გაიხსნა. ერეკლე დეისაძის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი ახალგაზრდა ქალის ცხოვრებას აღწერს, რომელსაც სურს ბედნიერი ოჯახი, თუმცა მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ხდება, რაზეც გარშემომყოფები თვალს ხუჭავენ. განახლებული თეატრი დღის პირველ ნახევარში პატარებს უმასპინძლებს, ხოლო საღამოობით წარმოდგენები უფროსი თაობის მაყურებლებისთვის გაიმართება.