ახალ ზელანდიაში განხორციელებული ტერაქტის საქმის მთავარი ფიგურანტი სასამართლოს წინაშე წარდგა
ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე განხორციელებული ტერაქტის საქმეში მთავარი ფიგურანტი სასამართლოს წინაშე წარდგა. ბრენტონ ტარანტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ბრალდებული ბევრს მოგზაურობდა. ოფიციალური ანკარა იუწყება, რომ გარკვეული პერიოდი ის თურქეთშიც ცხოვრობდა.
პოლიციის განმარტებით, მანამდე ბრალდებულს მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა სამართალდამცველ უწყებასთან გადაკვეთა, მიზეზი კი საგზაო წესების დარღვევა იყო. ამასთან, ბრენტონ ტარანტს ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ლიცენზია ჰქონდა.
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩში, ორ მეჩეთზე თავდასხმა პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. დაიღუპა 49 ადამიანი, 50-მდე პირი კი დაშავდა. მათ შორის ორი მცირეწლოვანი ბავშვია. დაშავებულებიდან 11-ის მდგომარეობა კრიტიკულია.