ახალი, 2023 წელი კირიბატიზე უკვე დადგა

დედამიწაზე 2023 წელი უკვე დადგა – პირველად ახალი წელი წყნარ ოკეანეში მდებარე შობის კუნძულზე და ტონგაზე დადგა. ამ წუთებში კი ახალ წელს აღნიშნავენ ახალ ზელანდიაში. 2023 წელს უმსხვილეს ქალაქ ოკლენდში ფოიერვერკითა და სინათლის შოუთი ხვდებიან.

ორ საათში კი ახალი წლის დადგომას ავსტრალიაში იზეიმებენ. სიდნეიში ტრადიციული ფოიერვერკებია დაგეგმილი. ყველაზე გვიან ახალ წელს ამერიკის სამოაზე შეხვდებიან, სადაც 2023 წელი 24 საათში დადგება.