აკაკი სურგულაძის 110 წლის იუბილე

გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, აკაკი სურგულაძის 110 წლის საიუბილეო ღონისძიებას ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. შეკრებილმა საზოგადოებამ ისაუბრა აკაკი სურგულაძის მოღვაწეობაზე, მე-19-20 საუკუნეებში მის მიერ შეგროვებულ ნაშრომებსა და სამეცნიერო კვლევებზე. დარბაზში გამოფენილი იყო მეცნიერის ნაშრომები, წერილები და ფოტოები. საიუბილეო ღონისძიება საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.