ემუქრება თუ არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს პირვანდელი იერსახის დაკარგვის საფრთხე, – ცნობილი მეცენატის, აკაკი ხოშტარიას ისტორიული სახლი საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, 1915 წელს ევროპელი არქიტექტორების პროექტით აგებული სახლის ფასადზე ბარელიეფები ჩამოხსნეს და შენობის უხეშად გადაკეთება იგეგმება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას მეუფის რეზიდენციისთვის ამზადებენ. შენობა 2010 წლიდან საპატრიარქოს ბალანსზე იმყოფება, 2014 წლიდან კი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
დღეს „მოამბე“ დაინტერესდა, რა ხდება ისტორიულ სახლში და რა ფუნქციას შეიძენს ის მას შემდეგ, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება.