დავით სარაჯიშვილის მუზეუმი

 მაჩაბლის 13 ნომერში დავით სარაჯიშვილისა და მისი მეუღლის მემორიალური მუზეუმი გაიხსნა. 1905 წელს აშენებული ისტორიული სახლის აღმოსავლურ დარბაზში მისული დამთვალიერებელი ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცენატის საოჯახო ნივთებს, პირად ხელნაწერებს, ჩანაწერებსა და უნიკალურ ფოტოარქივს ნახავს. მათ შორის იმ ნივთებსაც, რომლებიც კერძო კოლექციებიდან მოიძიეს. სამუზეუმო სივრცის მოწყობის და სარესტავრაციო სამუშაოების დროს მწერალთა სახლი ერმაკოვის ფოტოებს დაეყრდნო.

დატოვე კომენტარი